პარიზი 2024 | ძალოსანი შოთა მიშველიძე ატაცის შემდეგ მეექვსე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე დაიწყო შეჯიბრება ძალოსნობაში, რომელშიც 7 აგვისტოს 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე გამოდის.
მან ატაცში ჯერ 114 კგ დაძლია, შემდეგ – 121, ხოლო 128 კილოგრამი ვერ ასწია.
საქმე ის არის, რომ მიშველიძეს პარიზში მხრის ტრავმა გაუმიზეზდა, რაც თავისი რეალური შესაძლებლობების გამოვლენაში უშლის ხელს.
საინტერესოა, რომ ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, იტალიელმა სერხიო მასიდამ სამივე ცდა გააცუდა და ოლიმპიადას ნაადრევად გამოეთიშა. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ჩინელი ფაბინ ლი 143 კილოგრამით პირველი იყო. მიშველიძე ატაცის შემდეგ მეექვსეა.
რამდენიმე წუთში დაიწყება შეჯიბრება აკვრაში.