პარაპლანისტები, რომელთა საფრენი აპარტი 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს გამოედო, სამთო მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს
პარაპლანისტები, რომელთა საფრენი აპარტი 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს გამოედო, სამთო მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს

სამთო მაშველებმა პარაპლანისტები, რომელთა საფრენი აპარტი  სადენებს გამოედო, 80 მეტრის სიმაღლიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგი-გუდაურის მონაკვეთზე, ხევის მიმდებარედ, პარაპლანით მფრინავი ორი ტურისტის საფრენი აპარატი სადენებს შორის მოხვდა და თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდნენ. ყაზბეგის სამთო-სამაშველო ჯგუფმა ადგილობრივებთან ერთად, სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს.

სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად მზად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

უწყების ინფორმაციით, ტურისტები თავს კარგად გრძნობენ. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.