Paramount Pictures ფილმის „მოგზაურობა ამერიკაში“ გაგრძელებას გადაიღებს
Paramount Pictures ფილმის „მოგზაურობა ამერიკაში“ გაგრძელებას გადაიღებს

რეჟისორი კრეიგ ბრუერი ფილმის „მოგზაურობა ამერიკაში“ გაგრძელებას გადაიღებს. მთავარ როლებს კვლავ ედი მერფი და არსენიო ჰოლი შეასრულებენ. გადაღებებს Paramount Pictures 2019 წელს დაიწყებს.

სცენარის მიხედვით, ზამუნდას პრინცი აკიმი შეიტყობს, რომ ამერიკაში შვილი ჰყავს და ტახტის მემკვიდრესთან შესახვედრად ჩადის.