პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეორეა
პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეორეა

პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს მოცულობით საქართველოს სინგაპური უსწრებს.

სტატია სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა. მასში აღნიშნულია, რომ სინგაპური პარალიმპიურ ჩემპიონებს 380 000 აშშ დოლარს გადასცემს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის პრემიის სახით მილიონი ლარია დაწესებული.

სტატიის თანახმად, მესამე ადგილზე საპრიზო თანხის მოცულობით ისრაელია 273 000 აშშ დოლარით. მომდევნო ადგილებს ინაწილებენ მალაიზია და ჰონგკონგი – 230 000 და 192 000 აშშ დოლარით.

პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა. ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება. პარალიმპიადაზე 14 ქართველი სპორტსმენი ექვს სახეობაში იასპარეზებს.