პარალიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვლადიმერ ჭინჭარაული პარიზიდან თბილისში დაბრუნდა [ფოტო] #1TVSPORT
საქართველოში დაბრუნდა პარიზის პარალიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვლადიმერ ჭინჭარაული. მან მედალი 50 მეტრზე შაშხანით სროლაში მოიპოვა.
მედალოსანს თბილისის აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა. მათ შორის იყო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე ოლიმპიადების ათგზის მონაწილე, ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე შვიდი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.