პარალიმპიადის ქართველი მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე სამშობლოში დაბრუნდნენ [ფოტო] #1TVSPORT
პარიზიდან თბილისში დაბრუნდნენ პარალიმპიადის მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე. მათ თბილისის აეროპორტში პირველ არხთან კომენტარი გააკეთეს.
გიგა ოჩხიკიძე, პარალიმპიური ჩემპიონი ბირთვის კვრაში:
„დიდი მადლობა ყველას სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის, ასეთ დახვედრას ნამდვილად არ მოველოდი. გილოცავთ, ეს მედალი საქართველოს ეკუთვნის“.
ანა ჯაფარიძე, ბრინჯაოს მედალოსანი ტაეკვონდოში:
„ჩემი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს. დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნის სახელი ასეთ დონეზე გაგაქვს. ორმაგად გახარებული ვარ, რადგან პარატაეკვონდოში ასეთი შედეგი ქართველებს ჯერ არ გვქონია“.