პაპუნა ლეჟავა - ეკონომიკური ზრდის ჩვენი ხუთპროცენტიანი პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედება
მშპ-ს ზრდის პროგნოზი ჯერჯერობით ხუთი პროცენტი გვაქვს, თუმცა უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე, დიდი ალბათობით, ეს პროგნოზი გადაიხედება ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხუთპროცენტიანი პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედება.
„მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გვექნება ზაფხულის ბოლოს და ამ დროისთვის უკვე გადავხედავთ მშპ-ის ზრდას. მთავარი ფაქტორი არის უკვე პირველი ოთხი თვის წინასწარი მონაცემები ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც 7 პროცენტს აღემატება. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ ჩვენი ხუთპროცენტიანი პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს. ზუსტ ნიშნულს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ამის შეფასებას მოგვიანებით მოვახდენთ“, – განაცხადა ლეჟავამ.