პაპუა-ახალ გვინეაში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა
პაპუა-ახალ გვინეაში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა.
კუნძულოვან სახელმწიფოს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ხელისუფლება ეხმარება. ადგილზე უკვე გაგზავნეს რამდენიმე ვერტმფრენი და პირველადი დახმარების საგნები.
გასულ კვირას 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას სხვადასხვა მონაცემით, 55-დან 75-მდე ადამიანი ემსხვერპლა.