„პანკისობა 2018“ დღეს აღარ გაიმართება, მოსახლეობას დაშლისკენ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუწოდა
„პანკისობა 2018“ დღეს აღარ გაიმართება, მოსახლეობას დაშლისკენ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუწოდა

პანკისობა 2018“ დღეს აღარ გაიმართება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ამფითეატრში მისულ მოსახლეობას, სადაც ღონისძიებები უნდა გამართულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვა არასწორია, რადგან ამ ადგილთან ახლოს მისი შვილია დასაფლავებული.

როგორც პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, ვიდრე მისი შვილის საქმე გამოძიებული არ იქნება, პანკისის ხეობას სასიმღეროდ საქმე არ აქვს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მოქალაქეები ტერიტორიას უკვე ტოვებენ.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა განაცხადა, ამ ადგილზე „პანკისობა 2018“-ის გამართვა ადგილობრივებთან შეთანხმებული იყო და რომ სცოდნოდათ, ასეთ რეაქციას გამოიწვევდა, ღონისძიებებისთვის სხვა ადგილს შეარჩევდნენ.