პანკისის ხეობის უხუცესთა წევრი - ომბუდსმენთან შეხვედრა შედეგიანი იყო
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სახალხო დამცველსა და ხეობის უხუცესებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.
როგორც დუისიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება, უხუცესთ საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა აღნიშნულ შეხვედრას შედეგიანი უწოდა.
ხანგოშვილის თქმით, შეხვედრაზე პანკისის ხეობაში არსებული არაერთი პრობლემა განიხილეს.
,,შევთანხმდით, რომ კომუნიკაცია გვექნება და შემდეგშიც ერთად ვიმუშავებთ. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის შესახებ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და სახალხო დამცველი ყურადღებას მიაქცევს ამ პროცეს“ , – განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
ომბუდსმენი ამ წუთებში დუისის საზოგადოებრივ ცენტრში ხეობის მუსლიმური თემის წარმომადგენლებს ხვდება.