პანკისის ხეობაში ჰესების მშნებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქტივისტების პოლიციაში დაბარებიც ფაქტი გააპროტესტეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიციასთან მთელი ხეობის მოსახლეობა მივა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, ისინი რადიაციის მაღალ დონეზე და დაავადებულთა რიცხვის მატებაზეც საუბრობენ. ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხეების გაანალიზებისკენ მოუწოდებენ.
კომპანია „ფერი“ ბირკიანი-ჯოყოლო-დუისის მონაკვეთზე 110 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს, თუმცა სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მოსახლეობის პროტესტის გამო, ვერ იწყება.
საპროტესტო აქციაზე, ხეობის მოსახლეობასთან შესახვედრად ხელისუფლებისა და კომპანია „ფერის“ წარმომადგენლები არ გამოჩენილან.