პანკისის ხეობაში 30 წლის მამაკაცი ხრამში გადავარდნის შედეგად დაიღუპა
პანკისის ხეობაში, ხადორის ტერიტორიაზე 30 წლის მამაკაცი ხრამში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ხეობაში სანადიროდ, მეგობრებთან ერთად, იმყოფებოდა, მთიან ზედაპირზე ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.
მამაკაცი თბილისიდან არის და პანკისში სტუმრად იმყოფებოდა.
ადგილზე სამართალდამცავები და მაშველები არიან მობილიზებული.
როგორც პირველ არხს ახმეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა, მაშველები ცხედრის ამოყვანას ამ წუთებში ცდილობენ.