პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ბათუმის საზღვაო აკადემიის ათი სტუდენტი საზღვაო პრაქტიკას გერმანულ კომპანიაში გაივლის
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ბათუმის საზღვაო აკადემიის ათი სტუდენტი საზღვაო პრაქტიკას გერმანულ კომპანიაში გაივლის

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ბათუმის საზღვაო აკადემიის ათი სტუდენტი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკას გერმანულ კომპანიაში გაივლის.

კომპანია „Reederei Nord Shipmanagement“-მა სტუდენტები თავად შეარჩია.

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად კიდევ 100 სტუდენტს ექნება საშუალება, პრაქტიკა უცხოურ პრესტიჟულ კომპანიებში გაიარონ.

სტუდენტებსა და დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებს დღეს საზღვაო აკადემიის რექტორი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თამარ იოსელიანთან ერთად შეხვდა.

პროექტი 2019 წელს ეკონომკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიხედვით, 2020 წლიდან საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულები სახელმწიფო მხარდაჭერით შეძლებენ სწავლების შემდგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო წვრთნის გავლას.

აღინიშნა, რომ წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უპრეცედენტო რაოდენობის – 470 კურსადამთავრებული ყავს, 2020-2021 სასწავლო წლისთვის კი – 580 სტუდენტის მიღებას შეძლებს, რაც ქვეყანაში საზღვაო განათლებისა და ზოგადად საზღვაო დარგის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს.