პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე ბერლინში 18 პოლიციელი დაშავდა
ბერლინში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 18 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის დედაქალაქის პოლიცია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაშავებული სამართალდამცველებიდან სამი ჰოსპიტალიზებულია.
სულ ბერლინში გამართულ აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მობილიზებული იყო 1 100 პოლიციელი. როგორც გერმანული მედია იუწყება, აქციას 20 000-მდე ადამიანი შეურთდა.