„პალმეირასმა“ სკოლარი დაითხოვა
„პალმეირასმა“ სკოლარი დაითხოვა

ბრაზილიურმა „პალმეირასმა“ გადაწყვიტა მთავარი მწვრთნელის ლუიშ ფელიპე სკოლარის განთავისუფლება. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

„პალმეირასმა“ მიიღო გადაწყვეტილება – შეწყვიტოს თანამშრომლობა სკოლარისთან. მასთან ერთად წავლენ მისი თანაშემწეები – პაულო ტურა და კარლუშ პრაჩიდელი“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

„პალმეირასს“ ბრაზილიის ჩემპიონატში ოთხი მატჩია არ მოუგია. ასევე კლუბი გავარდა ლიბერტადორესის თასიდან. ამ მომენტისთვის, გუნდი მეხუთე ადგილზეა ბრაზილიის სერიაში A-ში.

70 წლის სკოლარი მესამედ ედგა სათავეში „პალმეირასს“. მანამდე ის მუშაობდა ამ გუნდში 1997-2000 წლებში და 2010-12 წლებში.