„ჩელსიმ“ 65 მილიონად მესინიოს ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ 65 მილიონად მესინიოს ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ გააფორმა „პალმეირასის“ 17 წლის გარემარბის ესტევაო ვილიანის (მესინიო) ტრანსფერი – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, კლუბებს შორის შეთანხმების თანახმად, ტრანსფერის თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 25 მილიონი ევრო დაემატება. ბრაზილიელი ფეხბურთელი „ჩელსის“ მომავალ წელს შეუერთდება, როცა 18 წლის შესრულდება.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 21 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.