ბრაზილიელი ვუნდერკინდი „რეალში“ გადადის #1TVSPORT
ბრაზილიელი ვუნდერკინდი „რეალში“ გადადის #1TVSPORT

„პალმეირასის“ ფორვარდი ენდრიკი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასკვნით სტადიაშია. კონტრაქტის პერსონალური პირობები შეთანხმებულია და მას უახლოეს დროში მოეწერება ხელი. ტრანსფერის თანხა 70 მილიონ ევროს გაუტოლდება.

16 წლის ფორვარდზე ასევე პრეტენზიას „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბარსელონა“ აცხადებდნენ. პარიზელები მოლაპარაკებებიდან გავიდნენ მას შემდეგ, რაც „პალმეირასის“ პრეზიდენტისგან უარი მიიღეს.