„ჩელსიმ“ პირველად მოიგო კლუბების მსოფლიო თასი [ვიდეო] #1TVSPORT
„ჩელსიმ“ პირველად მოიგო კლუბების მსოფლიო თასი [ვიდეო] #1TVSPORT

„ჩელსი“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ლიბერტადორესის თასის მფლობელს „პალმეირასს“ ხვდებოდა და დამატებით დროში 2:1 მოიგო.

რომელუ ლუკაკუმ „ჩელსი“ 55-ე წუთზე გაიყვანა წინ. ბელგიელისთვის ეს არის მე-10 გოლი ყველა ტურნირზე და ის კლუბის საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში. „პალეირასმა“ 64-ე წუთზე რაფაელ ვეიგას პენალტით გაათანაბრა. ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც 117-ე წუთზე კაი ჰავერტცმა საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა და ლონდონურ კლუბს გამარჯვება მოუტანა.

„ჩელსისთვის“ ეს არის ისტორიაში პირველი ტრიუმფი კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2021 წელს, მან ფინალში ითამაშა, მაგრამ „კორინთიანსთან“
0:1 წააგო.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ჩელსის“ მცველი ტიაგო სილვა. 37 წლის ბრაზილიელი მეორე მცველია ისტორიაში, ვინც საკლუბო მსოფლიო თასის MVP გახდა. მანამდე ეს 2014 წელს „რეალის“ მოთამაშემ სერხიო რამოსმა შეძლო.