„რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა 16 წლის ენდრიკის გაფორმება #1TVSPORT
„რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა 16 წლის ენდრიკის გაფორმება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა ბრაზილიურ „პალმეირასთან“ შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ესპანურ კლუბში გააგრძელებს კარიერას 16 წლის ფორვარდი ენდრიკი.

ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბს 2024 წლიდან შეუერთდება, როცა სრულწლოვანი გახდება.

მანამდე ენდრიკი „პალმეირასში“ ივარჯიშებს. უახლოეს დღეებში ის ესპანეთის დედაქალაქში გაფრინდება კლუბის უფრო ახლოს გასაცნობად.