„პალმეირასი“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT
„პალმეირასი“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT

ბრაზილიური „პალმეირასი“ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გახდა. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ბრაზილიელებმა 2:0 დაამარცხეს ეგვიპტის „ალ-აჰლი“.

„პალმეირსიდან“ გოლები რაფაელ ვეიგამ (39-ე წუთი) და დუდუმ (49) გაიტანეს. მათ ერთმანეთს გაუკეთეს საგოლე გადაცემები. ეგვიპტელებს შეეძლოთ ერთი ბურთის გაქვითვა, მაგრამ მოჰამედ შერიფის გოლი თამაშგარის გამო გააუქმეს 72-ე წუთზე. 81-ე წუთზე „ალ-აჰლი“ უმცირესობაში დარჩა მცველ აიმან აშრაფის გაძევების გამო.

ფინალში „პალმეირასი“ „ჩელსისა“ და საუდის არაბეთის „ალ-ჰილალს“ შორის მოგებულს შეხვდება.