„ბარსელონას“ „პალმეირასის“ 16 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს #1TVSPORT
„ბარსელონას“ „პალმეირასის“ 16 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს #1TVSPORT

„ბარსელონაში“ „პალმეირასის“ 16 წლის ტალანტს აკვირდებიან და მის კატალონიურ კლუბში გადაყვანას გეგმავენ. ინფორმაციას  Diario Sport ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ენდრიკი უკვე იმყოფებოდა ბარსელონაში და კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ 16 წლის ბრაზილიელს შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

ენდრიკი „პალმეირასის“ რიგებს 2021 წლის ზახფულში შეუერთდა და ბრაზილიური მხარე მისი გასხვისების შემთხვევასი 32 მილიონ ევროს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ 16 წლის ტალანტის ტრანსფერით „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ დაინტერსებულები არიან.