პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზაზე ისრაელის თავდასხმის დროს 198 დაიღუპა და 1000-მდე ადამიანი დაშავდა
პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზაზე ისრაელის თავდასხმის დროს 198 დაიღუპა და 1000-მდე ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, დაღუპულები „ჰამასის“ მებრძოლები არიან თუ სამოქალაქო პირები, არ გავრცელებულა.
ისრაელმა განაცხადა, რომ დაიწყო ღაზის სექტორში საპასუხო დარტყმა „რაკეტების აფეთქებაზე“, რომელიც პალესტინელი მებრძოლების უპრეცედენტო თავდასხმის ნაწილი იყო.