პალესტინური მედიის ცნობით, მაჰმუდ აბასი დღეს რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება
პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი დღეს რუსეთში ჩავა.
პალესტინური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, მაჰმუდ აბასი 13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. პალესტინის ადმინისტრაცია იუწყება, რომ მაჰმუდ აბასი ვლადიმერ პუტინთან ერთად განიხილავს გზებს, რათა მხარი დაუჭიროს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის შეჩერებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ მიწოდებას.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზები ყველა სფეროში. როგორც პალესტინური მედია წერს, მაჰმუდ აბასი მადლობას გადაუხდის რუსეთს პალესტინისა და მისი ხალხის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა დონესა და ყველა საერთაშორისო ფორუმზე.
2021 წლის შემდეგ ეს მაჰმუდ აბასის პირველი ვიზიტია მოსკოვში.