მაჰმუდ აბასის ოპონენტის დაღუპვის შემდეგ, მოქალაქეებმა საერთაშორისო საზოგადოებას ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდეს
პალესტინის საპატიმროში ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასის ოპონენტის დაღუპვის შემდეგ, მოქალაქეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
ნიზარ ბანატის დაღუპვის შემდეგ, ქალაქ რამალაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და მოქალაქეებმა საერთაშორისო საზოგადოებას ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.
პალესტინის ადმინისტრაციის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიზარ ბანატის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და მოქალაქეები გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ.
43 წლის ნიზარ ბანატი მაჰმუდ აბასს კორუფციაში სდებდა ბრალს და მაისის არჩევნების გადადებისთვის აკრიტიკებდა. ბანატი დეპუტატობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული. პალესტინელი აქტივისტი ნათესავის ცემისთვის იყო დაპატიმრებული.