პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი „მკაცრი საყვედურისთვის“ გამოიძახეს
პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი არმენ აკობიანი „მკაცრი საყვედურისთვის“ გამოიძახეს. ამის შესახებ აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოფიციალური ერევნის გადაწყვეტილებას მიესალმება პალესტინის ადმინისტრაცია, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს აღიარება დადებითად უწყობს ხელს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შენარჩუნებას, რომელიც სისტემატური გამოწვევების წინაშე დგას და ხელს უწყობს უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას ყველა მონაწილე მხარისთვის.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.