პალესტინის პრეზიდენტმა ვაშინგტონიდან პალესტინის ელჩი გაიწვია
პალესტინის პრეზიდენტმა ვაშინგტონიდან პალესტინის ელჩი გაიწვია

პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, მას შემდეგ რაც აშშ-მა ისრაელში საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა, ვაშინგტონიდან პალესტინის ელჩი გაიწვია. ამის შესახებ პალესტინურ სააგენტოებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს.

მათივე ცნობით, პალესტინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ელჩი სამშობლოში ოთხშაბათს დაბრუნდება.
ელჩთან ერთად გაიწვიეს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ჰუსამ ზომლოტიც..

იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას ღაზას საზღვართან გამართულ საპროტესტო აქციასა და ისრაელის სამხედრო შენაერთებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რასაც 60 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პალესტინელები საპროტესტო აქციას იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიის პარალელურად მართავდნენ.