პალესტინის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ევროკავშირსა და გაერო-ს, პარაშუტებით მიაწოდონ დახმარება ღაზის სექტორში მცხოვრებ ხალხს
პალესტინის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შტაიე მოუწოდებს ევროკავშირსა და გაერო-ს, პარაშუტებით მიაწოდონ დახმარება ღაზის სექტორში მცხოვრებ ხალხს.
„მოვუწოდებ გაერო-სა და ევროკავშირს, პარაშუტებით მიაწოდონ დახმარება ღაზის სექტორში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთში“, – ამბობს ის.
ამასთან, როგორც TIMESOFISRAEL-ი წერს, ისრაელის თანხმობის გარეშე ორგანიზაციები ვერ შეძლებენ პარაშუტების საშუალებით დახმარების მიწოდებას ღაზაში.