პალესტინის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა სტრასბურგის უნივერსიტეტის ბლოკირება მოახდინეს
პალესტინის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა სტრასბურგის უნივერსიტეტის ბლოკირება მოახდინეს. ფრანგული მედიის ცნობით, სტრასბურგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შენობის შესასვლელთან ნაგვის ურნები და ბარიერები განთავსდა.
უმაღლესი სასწავლებლის კედელზე გაჩნდა წარწერა: „გენოციდის ერთი წელი, წინააღმდეგობის ერთი წელი“, ხოლო კართან გამოფენილია პალესტინის დროშა და ბანერი: „კოლონიზაცია დანაშაულია, წინააღმდეგობა უფლებაა“.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ამტკიცებს, რომ „გასულ წელს „ჰამასის“ მებრძოლების თავდასხმა ისრაელზე კანონიერი იყო“.
ფრანგული მედიის ცნობით, დღეს საღამოს უნივერსიტეტის შენობასთან დაგეგმილია მიტინგი, რომლის მონაწილეებიც მოუწოდებენ სტრასბურგის უნივერსიტეტს, შეწყვიტოს პარტნიორობა ისრაელის უნივერსიტეტებთან.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა.