პალესტინის მხარდამჭერმა აქტივისტებმა კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს
პალესტინის მხარდამჭერებმა კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც მედია წერს, აქტივისტებმა კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობა დილის საათებში დაიკავეს, რის გამოც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა.
უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ნემატ მინუჩე შაფიკმა განაცხადა, რომ სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაშლილი კარვების დაშლის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა.
კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია, რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. სტუდენტები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, უნივერსიტეტის მიერ ისრაელთან ფინანსური ტრანზაქციების შეწყვეტას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დასჯილი სტუდენტებისა და ლექტორების ამნისტიას ითხოვენ.