პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ათობით ისრაელელი პალესტინის სოფელს დაესხა თავს, დაღუპულია ერთი პალესტინელი
ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ათობით ისრაელელი პალესტინის სოფელს დაესხა თავს, დაღუპულია ერთი პალესტინელი. ინფორმაციას „როიტერი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოფელ ჯიტში მომხდარი ინციდენტის დროს ერთი პალესტინელი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და სახლებს.
მომხდართან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნებისმიერ დანაშაულში პასუხისმგებელ პირებს დააკავებენ და დასჯიან“.
ინციდენტს გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი და აღნიშნა, რომ „მტკიცედ გმობს ბუნტს“.