პალესტინის გადაწყვეტილებით, მაჰმუდ აბასისა და მაიკ პენსის შეხვედრა გაუქმდა
პალესტინაში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს.
ქვეყნის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯიბრილ რაჯოუბმა განაცხადა, რომ მაიკ პენსს პალესტინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.
შესაბამისად, მისივე თქმით, შეხვედრა, რომელიც დეკემბერში უნდა გამართულიყო, აღარ შედგება.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია თავად მაჰმუდ აბასს. დეკემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი ვიზიტის დროს მაიკ პენსი ეწვევა ისრაელსა და ეგვიპტესაც.