პალესტინის აღიარების შესახებ ირლანდიასა და ნორვეგიაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ისრაელმა ამ ქვეყნებიდან ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია
ისრაელმა ირლანდიიდან და ნორვეგიიდან „სასწრაფო კონსულტაციებისთვის“ ელჩები გაიწვია.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
მისი თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას „ისრაელი მდუმარებით არ შეხვდება, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ ნაბიჯებს ესპანეთიც თუ გადადგამს, მის წინააღმდეგაც მსგავსი ზომები იქნება მიღებული“.
„ამ ქვეყნების არასწორი ნაბიჯი უსამართლოა 7 ოქტომბრის მსხვერპლთა მიმართ, დარტყმაა 128 მძევლის დაბრუნების ძალისხმევაზე და მხარდაჭერაა „ჰამასისა“ და ირანელი ჯიჰადისტების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან შანსს მშვიდობისთვის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისრაელის თავდაცვის უფლებას“, – აღნიშნავს ისრაელელი დიპლომატი.
ირლანდიის, ესპანეთისა და ესპანეთის პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ 28 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ.
2024 წლის აპრილის ბოლოსთვის პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს 193 ქვეყნიდან 139-ს აქვს აღიარებული.