პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ისრაელი კლავს პალესტინელებს ღაზაში, არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს საშინელებებს, რასაც ჩვენი ხალხი განიცდის
პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ისრაელი კლავს პალესტინელებს ღაზაში, არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს საშინელებებს, რასაც ჩვენი ხალხი განიცდის

ისრაელი დევნის ჩვენ ხალხს, ჩადის ომის დანაშაულებებს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებებს – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიად ალ-მალიკიმ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„ისრაელი კლავს პალესტინელებს ღაზაში, ერთ ოჯახს ერთ ჯერზე. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს საშინელებებს, რასაც ჩვენი ხალხი განიცდის. დაფიქრდით, რას ნიშნავს დაძინება, როდესაც არ იცი რომელი თქვენგანი გაიღვიძებს“, – განაცხადა რიად ალ-მალიკიმ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.