პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შტაიე თანამდებობიდან გადადგა
პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შტაიემ გადადგომის შესახებ განაცხადა.
როგორც შტაიეს განცხადებაშია ნათქვამი, მომდევნო ეტაპი საჭიროებს ისეთ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას, რომელიც ითვალისწინებს ღაზის სექტორში არსებულ რეალობას, ეროვნული ერთიანობის მოლაპარაკებებს და პალესტინელთა შორის კონსენსუსს. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს მოითხოვს ადმინისტრაციის ხელისუფლების პალესტინის მთელ მიწაზე გაფართოებას.
პალესტინის ადმინისტრაცია, რომელიც 30 წლის წინ ოსლოს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, ფლობს შეზღუდულ უფლებამოსილებას დასავლეთ სანაპიროზე, ღაზის სექტორში კი ძალაუფლება 2007 წელს დაკარგა „ჰამასთან“ დაპირისპირების შედეგად.
პრემიერ-მინისტრის გადადგომა მაჰმუდ აბასმა უნდა დააკმაყოფილოს.