პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის დარტყმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასავლეთ სანაპიროზე ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის დარტყმას ხუთი პალესტინელი ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბანაკზე დარტყმა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ დარტყმის სამიზნე ტერორისტული ჯგუფის სამეთაურო ოთახი იყო. ნურ შამსის ბანაკზე ისრაელმა ბოლო თვეებში იერიში რამდენჯერმე მიიტანა.
ამასთან, პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბეთლემის მახლობლად ისრაელელი მოსახლეების მხრიდან თავდასხმის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია სამი პალესტინელი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ცნობებს იკვლევენ.