მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეტაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ კალანდიაში შეტაკებას ერთი პალესტინელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელის მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მედიის ცნობით, დაპირისპირება გამთენიისას პალესტინელებსა და ისრაელის არმიის ჯარისკაცებს შორის მოხდა. დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანია დაშავებული.
ასევე, პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაღუპული 23 წლის მუჰამად ადვანია.
როგორც მედიასაშუალებები ავრცელებენ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პალესტინელები უსაფრთხოების ძალებს დაესხნენ თავს. ისრაელის არმიის სამხედროებმა კალანდიაში 12 ადამიანი, მათ შორის სამი ძმა დააკავეს.