პალესტინაში აცხადებენ, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა რაფაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად
პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა რაფაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიანი სახლი იყო, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა.
სამინისტროს განცხადებით, ავიაიერიში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.
ჯერჯერობით ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.