პალესტინაში აცხადებენ, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული რეიდისას ათი ადამიანი დაიღუპა
პალესტინაში განაცხადეს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად ჯენინისა და ტუბასის ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკებში შეტაკებებისას ათი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ჯენინის მახლობლად ისრაელის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე მოქმედებენ დასავლეთ სანაპიროს სხვა ნაწილებშიც, მათ შორის რამალას, კალკილიასა და ტულკარემის მახლობლად.
პალესტინურ მედიაში გავრცელებულ „ჰამასის“ განცხადებებში ნათქვამია, რომ ჯენინსა და ტულკარემში მიმდინარეობს მძიმე შეტაკებები ისრაელელ ჯარისკაცებთან.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ „ჯენინსა და ტულკარემში ატარებენ რამდენიმედღიან ოპერაციას ტერორიზმის აღსაკვეთად“.