პალესტინა ისრაელთან ყველა სამშვიდობო შეთანხმებას განუსაზღვრელი ვადით აჩერებს
პალესტინა ისრაელთან ყველა სამშვიდობო შეთანხმებას განუსაზღვრელი ვადით აჩერებს

პალესტინა ისრაელთან ყველა სამშვიდობო შეთანხმებას განუსაზღვრელი ვადით აჩერებს. მიზეზი ისრაელის მიერ იერუსალიმის მახლობლად, პალესტინურ დასახლება ვადი-ჰუმუსში საცხოვრებელი კორპუსების დემონტაჟი გახდა.

ისრაელმა აღნიშნული შენობების დანგრევის საბაბად, უსაფრთხოების ზომები დაასახელა.

პალესტინის ლიდერის მაჰმუდ აბასის განცხადებით, პალესტინა ოკუპაციურ თანაარსებობაზე უარს აცხადებს და ასევე უარს ამბობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივაზე.