ისრაელის მიერ დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული ოპერაციის შემდეგ ქალაქ ჰუვარაში ისრაელის ორი მოქალაქე მოკლეს
ისრაელის მიერ დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული ოპერაციის შემდეგ ქალაქ ჰუვარაში ისრაელის ორი მოქალაქე მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული ოპერაციის შემდეგ პალესტინელმა შეიარაღებულმა პირმა ავტომაგისტრალთან მდგომ ავტომობილს გაუხსნა ცეცხლი და მიიმალა.

ისრაელის მედიის ცნობით, სროლის შედეგად 21 და 19 წლის ძმები მოკლეს, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ებრაულ დასახლება ჰარ ბრაჩაში ცხოვრობდნენ. ეჭვმიტანილის დასაკავებლად ისრაელის თავდაცვის ძალები დასავლეთ ნაპირზე ოპერაციას ატარებს.

ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობა გასული წლის განმავლობაში გამწვავდა, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები თითქმის ყოველ ღამე ახორციელებდნენ ოპერაციებს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების თავდასხმების ფონზე. ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, იორდანიაში მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. სამიტზე ხელმოწერილი კომუნიკეს თანახმად, ისრაელის ებრაული დასახლებების მშენებლობის შესახებ მომდევნო თვეების განმავლობაში ახალი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული; შეიქმნება უსაფრთხოების რეგიონული კომისია რამადანის წინ ძალადობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მომავალ სამიტს ეგვიპტე შარმ ელ შეიხში უმასპინძლებს.