ისრაელის მედიის ინფორმაციით, პალესტინელმა მოზარდმა იერუსალიმში პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლისას კი ადგილზე დაიღუპა
ისრაელის მედიის ინფორმაციით, პალესტინელმა მოზარდმა იერუსალიმში პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლისას კი ადგილზე დაიღუპა

პალესტინელმა არასრულწლოვანმა ბიჭმა იერუსალიმში ისრაელის პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ძველ ნაწილში, ტაძრის მთის შესასვლელთან მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის პოლიციამ პალესტინელ არასრულწლოვანს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. პალესტინელი ადგილზევე დაიღუპა. ისრაელის პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

იდენტიფიცირების შედეგად, თავდამსხმელი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე პალესტინური სოფლის, ყაბატიას 17 წლის მცხოვრები აღმოჩნდა.