ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორში საპასუხო ავიადარტყმები განაახლეს
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორში საპასუხო ავიადარტყმები განაახლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორში საპასუხო ავიადარტყმები განაახლეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ბოლო დღეებში ადგილზე ვითარების გამწვავება ისრაელის მიერ პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურის ლიკვიდაციას მოჰყვა.

ორმხრივი სარაკეტო დარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში 34 პალესტინელი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

ღაზას მცხოვრებლებმა გასულ ღამეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გარდაცვლილი მეთაურის გამო შურისძიებას მოითხოვენ.

„ისლამური ჯიჰადი“ კი ახალი, შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტის შექმნის შესახებ განცხადებას და რაკეტის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.