იერუსალიმში პალესტინელ ახალგაზრდებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
იერუსალიმში პალესტინელ ახალგაზრდებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

იერუსალიმში პალესტინელ ახალგაზრდებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმის მოედანზე შეიკრიბენ, რომელიც მუსლიმთა წმინდა თვეში ღამის შეკრებებისთვის პოპულარული ადგილია. მოედანზე მყოფი პალესტინელები, რომლებსაც ხელში პალესტინის ადმინისტრაციის დროშები ეჭირათ და სკანდირებდნენ, პოლიციამ დაშალა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის დამასკოს კარიბჭესთან აღმართული ბარიერები მოხსნა, რის შემდეგაც პალესტინელები მოედანზე შევიდნენ.

მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დაწყების შემდეგ, იერუსალიმში არაერთი დაპირისპირება მოხდა.