პაკისტანში, ყოფილმა სამხედრომ კაფეში მსხდომ პირებს ცეცხლი გაუხსნა
პაკისტანში, ყოფილმა სამხედრომ კაფეში მსხდომ პირებს  ცეცხლი გაუხსნა

პაკისტანის პროვინცია პანჯაბში, ყოფილმა სამხედრომ კაფეში მსხდომ პირებს უმისამართოდ ცეცხლი გაუხსნა.

შემთხვევის შედეგად დაღუპულია სულ მცირე ექვსი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

თავდასხმის შემდეგ 50 წლის მოჰამედ საიდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდასხმის მოტივი უცნობია.