პაკისტანში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 19-ს აღწევს.
სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონს დაატყდა თავს.
ყველაზე მეტად პენჯაბის პროვინცია დაზარალდა, სადაც მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. რამდენიმე დასახლებას კი ელექტროგადამცემი ხაზების მოშლის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება.