პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა
პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მოხდა. პაკისტანის სამხედრო პირის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი ექვსი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი მოტოციკლით დაეჯახა სამხედრო მანქანას.

თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავებულია 20-ზე მეტი ჯარისკაცი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თერიკ-ე-თალიბანმა აიღო.