პაკისტანში ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. ამის შესახებ „რეიტერი“ (REUTERS) იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ბელუჯისტანის პროვინციაში, ქალაქ კვეტაში მოხდა. დაღუპულებს შორის ორი პოლიციელია.

როგორც ცნობილია, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მოტოციკლზე დამონტაჟებული ბომბი საღამოს საათებში ამოქმედდა. თავდასხმის დროს სამიზნე პოლიციის ავტომობილი იყო, თუმცა აფეთქების შედეგად ავტომობილთან ერთად ახლომდებარე მაღაზიებიც დაზიანდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.