პაკისტანში თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ კვეტაში თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაიჭრა. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდასხმა დღეს დილით მოხდა.

როგორც პროვინციის მთავრობა იუწყება, ქრისტიანულ ეკლესიაში ოთხი თვითმკვლელი შეიჭრა, ერთ-ერთმა თავი აიფეთქა. სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ბოროტმოქმედის ლიკვიდიაცია შეძლეს, ორი თავდამსხმელი კი გაიქცა.

როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი კვლავ მოქმედებს და დამნაშავეების დასაკავებლად ოპერაცია გრძელდება.