პაკისტანში, სასტუმროსთან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
პაკისტანში, სასტუმროსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
„გარდიანის“ ცნობით, ქალაქ ქუეტაში აფეთქება იმ სასტუმროს ავტოსადგომზე მოაწყვეს, სადაც ჩინეთის ელჩი და მისი დელეგაციის წევრები იყვნენ გაჩერებული. თავად ჩინელი დიპლომატი აფეთქების დროს სასტუმროში არ იმყოფებოდა.
სამართალდამცავების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. გამოძიება ახლა ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა მომხდარი თვითმკვლელის მიერ მოწყობილი.