პაკისტანში დღეს საპარლამენტო და რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 8:00 საათზე გაიხსნა.
849 მანდატიან ქვედა პალატაში მოსახვედრად, ასევე მუნიციპალურ ასამბლეებში ადგილების მოსაპოვებლად 12 570 კანდიდატი იბრძვის.
საკუთარი არჩევანის დაფიქსირების საშუალება 105 მილიონ ადამიანს აქვს.
წინა ხელისუფლებას უფლებამოსილების ვადა 31 მაისს ამოეწურა. მას შემდეგ ქვეყანას დროებითი მთავრობა მართავს. საარჩევნო უბნები 18 საათზე დაიხურება. პირველადი შედეგები კი ხუთშაბათს, გამთენიისთვის გახდება ცნობილი.